მიხეილ სააკაშვილი პირადმა ექიმმა მოინახულა. ნიკოლოზ ყიფშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა გორის ჰოსპიტალში შესაძლო გადაყვანაზეც ჰკითხა ექიმს მოსაზრება, რაზეც მედიკოსის პოზიცია უარყოფითია. როგორც ყიფშიძემ განმარტა, გორის ჰოსპიტალი არ არის განკუთვნილი სააკაშვილის მსგავსი ავადმყოფებისთვის. ყიფშიძემ ასევე სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.
„იყო უსიამოვნო მომენტები წნევასთან დაკავშირებით, რაც დავარეგულირეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დღეს დარეგულირებული დილამდე გასტანს. არ ვიცი, ვნახოთ, როგორ იქნება. ბევრად სუსტად არის. უჭირს გადაადგილება. ყოველ საათში მისი მდგომარეობა უფრო მძიმდება და მისი მკურნალობა უფრო და უფრო გართულდება. შესამჩნევი სიყვითლეა სხვა დღეებთან შედარებით“, _ განაცხადა ექიმმა.