`ნიკოლოზ ცქიტიშვილი გახდა NBA-ს ოფიციალური ელჩი ევროპასა და აზიაში. ნიკოლოზი 3 წლის მანძილზე, 5 დღიანი ვიზიტებით ეწვევა ევროპისა და აზიის სხვადასხვა საკალათბურთო დაწესებულებებს. დაესწრება კონკრეტულ თამაშებს და ევრაზიის ხალხს, უფრო, აქტიურად გააცნობს NBA-ს კულტურას, ახალ თაობას გაუზიარებს საკუთარ 23 წლიან საკალათბურთო გამოცდილებას და მისცემს მათ მოტივაციას.
ასეთი ვიზიტების რაოდენობა იქნება წელიწადში 6-დან 10-მდე.
მოლაპარაკება, ჯერ კიდევ, 6 თვის წინ შედგა ნიკოლოზ ცქიტიშვილსა და NBA-ს ვიცე პრეზიდენტს და ასევე NBA-ს საერთაშორისო საკალათბურთო ოპერაციების პრეზიდენტ კიმ ბაჰუნის შორის, დოკუმენტი კი, ოფიციალურად 3 მარტს გაფორმდა და ძალაშია 2024 წლამდე.
ეს არის უზომოდ პრესტიჟული წოდება, ნიკა კი, კალათბურთის ისტორიაში, პირველი ქართველია, ვისაც ეს პატივი ხვდა წილად.
როგორც კიმ ბაჰუნმა განაცხადა, ნიკოლოზ ცქიტიშვილი საუკეთესო ვარიანტი იყო ამ პოზიციაზე, რადგან მისი კარიერა 3 კონტინენტს მოიცავს: ევროპას, ჩრდილოეთ ამერიკასა და აზიას.