ელისო რუხაძე, ადვოკატი: “ახლახანს გამოვედით მე და თამუნა გაბოძე ქალთა N5 პენიტენციური დაწესებულებიდან. ნინო დათაშვილის ნახვის შემდეგ შოკირებული ვართ, ადამიანის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა არის შეუქცევადი და სჭირდება სასწრაფოდ 2 ოპერაცია კისრის არეში. მოვუწოდებ ყველა უწყებას,მათ შორის პროკურატურას თავად იმოქმედოს თავიდან აიცილოს ფატალური შედეგი, ვინაიდან ნინო არის არაადამიანურ და წამების ტოლფას მდგომარეობაში, ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად და კისერს ვერ ამოძრავებს. ადვოკატებსაც კი გაგვიჭირდა დიდხანს მასთან დაყოვნება და დოკუმენტზე ხელმოწერა გაუჭირდა ადამიანს”.
წყარო: “ნეტგაზეთი’
































































