ნინო ლომჯარიას გადაეცით, ძალადობის მხარდაჭერას და ნორმალიზებას მშვიდობა არავისთვის მოუტანიაო რომ წერს, ჩვენს ქვეყანაში ბომბების ცვენის სურვილი როცა ჰქონდა, იგივე აზრზე არ იდგა ხომ?
და კიდევ, მათი თავხედურად გაბრენდილი, ვითომ “რუსული” კანონის გამო თურმე არაფერი რომ არ მოუმოქმედიათ, გავახსენებ ჩვენი სოციალური მოკვეთისკენ როგორ მოუწოდებდა ხალხს.
ამაზე უფრო სასტიკი ფორმა, მე პირადად არ მეგულება, თუმცა მას როგორც ვითომ სახალხო დამცველს ალბათ უფრო სასტიკი ფორმებიც ეცოდინება… _ ასე პასუხობს სოციალურ ქსელში პარლამენტის დეპუტატი ნინო წილოსანი ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას პოსტს.