ამ წუთებში ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში ანგარიშს წარადგენს.
როგორც მაჟორიტარმა აღნიშნა, ანგარიშის მომზადებისას ყურადღება 4 ძირითად საკითხზე გაამახვილა. კერძოდ, ამომრჩეველთან კომუნიკაცია, ინფრასტრუქტურა, გაზიფიცირება, 2020 პრიორიტეტები.
შეხვედრას, ძირითადად, ლანჩხუთი-ჩოხატაურის პირველი პირები, საკრებულოს წევრები, საჯარო მოხელეები, პედაგოგები და მოსახლეობის წარმომადგენლები ესწრებიან.