უკრაინაში დღეს დილით განვითარებულ მძიმე პროცესებს საქართველოს პარლამენტის წევრი ნინო წილოსანი ფეისბუქზე გამოეხმაურა.
“მძიმეა უკრაინაში არსებული რეალობა. დღევანდელ მსოფლიოში წარმოუდგენელია ქმედებები, რომელიც ჩვენი მეგობარი უკრაინელების მიმართ წარმოებს. იმედი მაქვს მალე დასრულდება ყველაფერი და რაც მთავარია მინიმუმი იქნება ადამიანური დანაკარგები,”– დაწერა წილოსანმა, თუმცა პარლამენტარს არ უხსენებია, რომ ამ მძიმე ქმედებებს რუსეთი ახორციელებს.
[sexy_author_bio]