ოზურგეთის ბაზარში ერთი კილოგრამი ნიორი 15 ლარი ღირს.
„ეს არის ქართული ნიორი. კიდევ არ დათესავთ? “ _ მხიარული განწყობით ყიდის ერთ-ერთი მოვაჭრე ასე აუცილებელ სანელებელს.
იქვე, ყუთში ბლომადაა უფრო მომცრო ზომის, ვიზუალურად საღი ნიორი.
_ეს თურქულია, დასათესად ნაკლებად გამოგადგებათ, _ კვლავ აკეთებს განმარტებებს გამყიდველი.
ნიორის ფასის ასე ზრდას, რომელიც გასული წლის ზაფხულსა და შემოდგომაზე 4-5 ლარი ღირდა, იმით ხსნიან, რომ მოსახლეობაში, საკარმიდამო ნაკვეთებში, ნაკლებად თესავენ.
_ნიორის დათესვა უმჯობესია ზაფხულის ბოლოს, სექტემბერშიც. საგაზაფხულოდ კი მისი მწვანე მასის მოხმარება უმეტესად სანელებლის ყიდვისგნ, მასში მაღალი ფასი გადახდისგან დაგვიცავს, – საუბრობენ მომხმარებლები.
რამდენიმ წლის წინ, როცა ნიორის ფასმა15-17 ლარს მიაღწია, დიდთოვლობასაც აბრალებდნენ. თუმცა, როგორც ჩანს, არც ესაა მთავარი მიზეზი.
ნიორის დათესვა საგაზაფხულოდაც შეიძლება, რისთვისაც მომხმარებლები ქართული ჯიშის მოძიებას ამჯობინებენ. ფასის ზრდა, როგორც ამბობენ, ამ ფაქტმაც გამოიწვია.
ავტორი