ცნობილი გახდა, რომ კომპანია „Miramax Television“ მარტინ სკორსეზეს „ნიუ-იორკის ბანდების“ მიხედვით სერიალს გადაიღებს.
პირველი ორი ეპიზოდის აღმასრულებელი პროდიუსერი ასევე მარტინ სკორსეზე იქნება. აღსანიშნავია, რომ სერიალი მოგვითხრობს ახალი გმირების შესახებ, რომლებიც არ იყვნენ ლეონარდო დიკაპრიოს, დენიელ დეი-ლიუისის და კამერონ დიასის მონაწილეობით გადაღებულ ორიგინალურ ფილმში.
სერიალის პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი