ნიუ იორკის სასტუმრო “Jumeirah Essex House”-ში ძაღლების ყველაზე ძვირადღირებული ქორწილი გაიმართა. საპატარძლო ბეიბი ჰოული იყო, მისი რჩეული კი – ვირჯინიელი ჩილი პასტერნაკი.
ძაღლების ქორწილისთვის 250 ათასი ამერიკული დოლარი დაიხარჯა. აქედან ექვსი ათასი დოლარი საპატარძლო კაბას მოხმარდა, ხუთი ათასი – სადღესასწაულო მენიუს, მუსიკოსებს კი, 15 ათასი გადაუხადეს.
დარბაზის მორთულობაზე ყვავილების იმ მაღაზიებმა იზრუნეს, რომლებმაც ერთ დროს აშშ-ს ექსპრეზიდენტ ბილ კლინტონის ქორწილი გააფორმეს.
ღონისძიების ორგანიზატორი ცხოველების დამცველი ორგანიზაციის აქტივისტი ვენდი დაიმონდი იყო.