გთავაზობთ იმ ნივთების სიას, რომლის სახლში გაჩერებასაც ეზოთერიკოსები კატეგორიულად კრძალავენ.
დახეული, ძველი ტანსაცმელი ან ფეხსაცმელი – იგი თქვენთან სიახლეების მოსვლას ბლოკავს.
დაბზარული ან გატეხილი ჭურჭელი – ოჯახურ ცხოვრებაში პრობლემებს და სიცივეს იზიდავს.
გატეხილი სარკე – ერთ-ერთი საშიში საბუდარია ყოველგვარი სახის “შავი ენერგეტიკის” დასაფუძნებლად.
საჩუქრები, რომელთა მჩუქებელის მიმართაც ნეგატიური დამოკიდებულება გაგაჩნიათ. ამიტომ რაც უნდა ძვირად ღირებული იყოს ამგვარი ნივთი, სასწრაფოდ მოიშორეთ თავიდან – საუკეთესო ვარიანტია, გააჩუქოთ ისინი.
ნახატები თქვენთვის უცნობი ადამიანების პორტრეტებით – თუკი ტილოზე ასახული ადამიანის შესახებ არაფერი იცით, სასურველია, ამგვარი ნამუშევარი სასწრაფოდ მოიცილოთ თავიდან.
ნახატები ცხოველების ან ნადირობის ამსახველი სცენებით. აგრესიას და კონფლიქტებს იზიდავს სახლში.

































































