მინსკის სასამართლომ ნობელის პრემიის ლაურეატ ალეს ბიალიაცკის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მაქსიმალური უსაფრთხოების კოლონიაში. ინფორმაციას Tass ავრცელებს.
ბიალიაცკისთან ერთად გაასამართლეს ასევე მისი კოლეგები, ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაცია „ვიასნის“ წევრები – ვალენტინ სტეფანოვიჩს 9 წელი მიუსაჯეს, ვლადიმერ ლაბკოვიჩს – 7 წელი, დიმიტრი სოლოვიოვს, რომელიც დაუსწრებლად გაასამართლეს – 8 წელი.
უფლებადამცველები დამნაშავედ ცნეს 2020 წელს ლუკაშენკოს წინააღმდეგ საპროტესტო აქციების დაფინანსებასა და სხვადასხვა საშუალების კონტრაბანდაში. ისინი არ აღიარებდნენ დანაშაულს და ამბობდნენ, რომ მათი დევნა პოლიტიკურ ნიშანს ატარებს.
ბიალიაცკიმ 2022 წლის მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მოიპოვა რუსეთისა და უკრაინის უფლებადამცველ ჯგუფებთან ერთად.