სერგო ორჯონიკიძის ძეგლის გახსნაზე ნოდარს ერთი მაღალი თანამდებობის პირი ეუბნება:
– ძალიან ცუდი ადგილი შეურჩევიათ ძეგლისთვის!
– კარგი ადგილი რაც იყო საქართველოში, გააჩუქა მაგ მამაცხონებულმა და რაც დარჩა, აგია! – აუხსნა ნოდარმა.
იმავე დღეს ერთმა სკულპტორმა სერგო ორჯონიკიძის ძეგლზე აზრი ჰკითხა ნოდარს.
– კაია, ძამა, მარა ნამეტანი ჰგავს იმას… – აღარ დაამთავრა აზრი ნოდარმა.
– ვის? – დაინტერესდა სკულპტორი.
– ე ბიჭო, იმას, იი რომ იყო…
– ვის? – კიდევ უფრო გაუცხოველდა ინტერესი მოქანდაკეს.
– ე ბიჭო, იმას, სერგოს…