https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

    reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

    დონალდ ტრამპმა აშშ-ში „მწვანე ბარათის“ პროგრამა შეაჩერა

    პუტინი: თუ ევროპა სამშვიდობო ნაბიჯებს ჩაშლის, რუსეთი უკრაინაში მეტ მიწას დაიკავებს

    დონალდ ტრამპი _ მე ამერიკული ძლიერება აღვადგინე, 10 თვეში 8 ომი დავასრულე

    დონალდ ტრამპმა შვიდი ქვეყნის მოქალაქეებს აშშ-ში შესვლა აუკრძალა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ნოკო ხურცია: „სტალინის აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა“

8:03; 11.03.2018
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

შორეული 1936 წლის იანვარში, ქალაქ მოსკოვში საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრი, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მომღერალთა გუნდები გაემგზავრნენ და ხელოვნების დეკადაში მონაწილეობა მიიღეს.

იმ დროს ჩვენი ქვეყანა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იმყოფებოდა. დღევანდელი გადასახედიდან ნათელი ხდება, რომ ქართველებმა რუსების ხანგრძლივ „ზედამხედველობას“ გაუძლეს, ეროვნული საგანძური შეინარჩუნეს, „ერთიან დიად ოჯახში“ არ აითქვიფნენ და ქართული კულტურული ფასეულობები შეგვინარჩუნეს. ეს იოლი საქმე არ გახლდათ.

დღევანდელ წერილში ბატონი ნოკო ხურციას მოგონებები მსურს, წარმოგიდგინოთ. ბატონი ნოკო ცნობილი ქართველი მომღერალი და ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებელი გახლდათ. ბედის ირონიით, მოღვაწეობა სტალინური ეპოქის „მრისხანე“ წლებში მოუწია. ალბათ, ბატონი ნოკოსი და მისი კოლეგების დიდი დამსახურებაა, რომ ქართულმა ეროვნულმა კულტურამ იმ მართლაც შავ წლებში თავისი ტრადიციები და თვითმყოფადობა შეინარჩუნა. ეს იოლი საქმე არ გახლდათ. ნოკო ხურცია ეროვნულ საქმეს აკეთებდა და სრულიად საქართველო „საბჭოთა ინტერნაციონალიზმის“ საერთო მასობრივ კულტურაში რომ არ გათქვეფილიყო დიდი როლი შეასრულა.

დღეს თქვენს სამსჯავროზე ნოკო ხურციას მოგონებებს გამოვიტან.

“მთავრობის უშუალო მონაწილეობით და ყოველდღიური დახმარებით მომზადდა და გაემგზავრა იანვრის პირველ რიცხვებში საქართველოს ოპერისა და ბალეტის თეატრი, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ხალხურ მომღერალთა გუნდები საბჭოთა კავშირის ცენტრში ქალაქ მოსკოვში, ხელოვნების დეკადის ჩასატარებლად. მიზანი დეკადის იყო მეტად დიდი. პირველ ყოვლისა მას უნდა ეჩვენებინა კავშირის საუკეთესო ადამიანებისთვის ის განძი და ხალხური ფოლკლორი, რომელიც საუკუნეებით იქმნებოდა და ინახებოდა ქართველ ხალხში.

ჩვენს დეკადას მოსკოვში უნდა დაემტკიცებია ჩვენი ერის ისტორიული სიდიადე და მისი ბრძოლის უნარიანობა. მთელ რიგ საუკუნეების მანძილზე და ყველაზე მთავარი, მას უნდა დაემტკიცებინა რომ დიად სტალინს ღირსეული დიდი შემოქმედების მქონე სამშობლო აქვს, რომ ასეთი ადამიანები იშობიან მხოლოდ ისეთი ძველი კულტურის მატარებელ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. თუ ხელით დაიწერა დიდი ისტორია დიდი ბრძოლების დიდი სტალინის გარშემო. იმავე ამხ. ბერიამ მოსკოვის დიდ ადამიანების მახსოვრობაში ოქროს ასოებით ჩაბეჭდა ქართველი ერის დიადი ხელოვნება და მისი როგორც ახალი ისე ძველი საუნჯე, ძველი კულტურის სიდიადე, ოპერის, ბალეტის და სიმღერა-ცეკვების სახით. ეს დეკადა იგივე ისტორიის გადაფურცვლაა, იგივე ახალ სხივზე გამომზეურებაა, რომლის საშუალება საქართველოს მიეცა ლენინ-სტალინის სწორი პოლიტიკის შედეგად, რომ ხელოვნება შეიძლება იყოს ფორმით ნაციონალური, შინაარსით სოციალისტური.

დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მომღერალთა გუნდების პირველი გამოსვლა მოხდა მოსკოვის დიდ თეატრში, 8 იანვარს. ჩვენ, მონაწილენი ფარდის ახდას დიდი გულის ფანცქალით და მოუთმენლად ველოდით, ვიჩქაროდით, ვნერვიულობდით, რომ რაც შეიძლება მალე გვენახა მთავრობის ლოჟა, სადაც ვიცოდით, მარჯვენა ლოჟაში იჯდა მთელი მსოფლიოს ბელადი დიდი სტალინი, რომელიც ჩვენ არასდროს არ გვენახა.

ფარდის ახდის წინ ყველას მარჯვნივ უჭირავს თავი, თითქოს სამხედრო უფროსს ებრძანებიოს – „თავები მარჯვნივ“. ჩვენ გვეჩხუბება ჩვენი ხელმძღვანელი, იყურეთ პირდაპირო. მართალია, ცოტა ხნით გავსწორდით, მაგრამ აიხადა თუ არა ფარდა, ისევ ყველას მარჯვნივ ეჭირა თავი და მთელის სიხარბით უცქერდნენ თანამებრძოლებს შორის ჩამჯდარ სტალინს. მე პირადად ძალიან ვნერვიულობდი, სანამ ფარდა აიხდებოდა, რადგან ხალხურ საკრავებზე სტვირი, ქნარი, ჩანგი და ჩონგურების გაერთიანებული აკომპანიმენტის თანხლებით  უნდა მემღერა.

ფარდა აიხადა, შიში აღტაცებად შეიცვალა და მე არაჩვეულებრივი გრძნობით, რაც შემეძლო ტკბილად და მონდომებით დავიწყე სიმღერა. ჩემს მარტო სიმღერას მოჰყვა მთელი გუნდის გრიალი. ამხ. სტალინს ეტყობოდა დიდი აღტაცება. ჩვენ შევასრულეთ მთელი რიგი დამახასიათებელი სიმღერები, მათ შორის ყველაზე საინტერესო იყო „სულიკო“ და „სიმღერა სტალინზე“ („სულიკო“ ამხანაგი სტალინის საყვარელი სიმღერა ყოფილა მისი პატიმრად ყოფნის დროს). მთელი დარბაზი ფეხზე დგომით და მქუხარე „ურას“ ძახილით შეეგება „ჩვენს სტალინს“.

ღამის პროგრამაში ჩვენ არ გვქონდა მეგრული „ჩელა“. ის შეცვლილი იყო მეორე თანამედროვე სიმღერით „მეურემეთი“, მაგრამ ეს ამხანაგმა სტალინმა შეამჩნია და ითხოვა პროგრამის ზევით შეგვესრულებინა „ჩელა“. „ჩელას“ მთელი მაყურებელი დიდი აღტაცებით შეხვდა. ჩვენმა ცეკვებმა უჩვენეს ხალხური ქორეოგრაფიის საუკეთესო ნიმუშები: „აფხაზური“, „სვანური“, „ცერული“, „ლეკური“, „მთიულური“ და „ფერხულები“. საღამო არაჩვეულებრივი აწეული ტემპით დამთავრდა. დამთავრების შემდეგ მთელმა დამსწრე საზოგადოებამ და სცენიდან გუნდმა დიდი ოვაცია გაუმართა ამხანაგ სტალინს, ორჯონიკიძეს, მოლოტოვს, ვოროშილოვს, კალინინს, მიქოიანს, ბერიას და სხვებს.

14 იანვარი

საკავშირო მთავრობამ მიგვიღო კრემლში მთელი ოპერის თეატრი და მომღერალთა გუნდი, სადაც გამართულ იქნა ბანკეტი. ბანკეტი სიტყვით გახსნა საკავშირო ხელოვნების უფროსმა  კრეჟენცევმა, რომელმაც აღნიშნა ქართული დეკადის დიდი მრავალფეროვნება, მისი იდეური სიმძლავრე და არაჩვეულებრივი სიმდიდრე, რომლის ბადალი ჯერ მოსკოვში არავის უნახავს. საპასუხო სიტყვით გამოვიდა საქართველოს ხელოვნების კომიტეტის თავმჯდომარე თათარაშვილი, შემდეგ გვარამაძე.

ბელადმა არაჩვეულებრივად მოილხინა. ის ალავერდს გადადიოდა ამხანაგებთან. მისი ასეთი მოქცევით ჩვენს აღტაცებას საზღვარი არ ჰქონდა. ჩვენს პატივსაცემად ესტრადაზე გამოვიდა იაბლოჩკინა, რეიზენი, მიხაილოვი, აგრეთვე ჩვენი სოლისტები. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ორდენოსან ალექსანდროვის წითელი არმიის გუნდმა. ალექსანდროვის გამოსვლის შემდეგ მეორეჯერ მათმა წევრებმა მოითხოვეს დასავლეთ საქართველოს მომღერალთა გუნდის გამოსვლა, თითქოს აშკარა შეჯიბრება იყო ალექსანდროვთან. ჩვენც ესტრადაზე არაჩვეულებრივი ცეცხლი დავანთეთ. ჩვენმა მოცეკვავეებმა დიდი ვირტუოზობა გამოიჩინეს.

ბანკეტი დამთავრდა ღამის პირველ საათზე. ბანკეტის დამთავრების შემდეგ მოლხენა გაგრძელდა სხვა დარბაზში ამხ. სტალინთან. ამხ. სტალინმა შემოგვიკრიბა მის ირგვლივ ყველა ამხანაგები. გაიხსენა ძველებური გურული სიმღერები, რაჭული, მეგრული, ქართლ-კახური და სხვა სიმღერები. ჩვენს განცვიფრებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ვისმენდით ბელადის პირიდან საამო ჰანგებს. ის ჩვენ გვისწორებდა. მაგალითად მან გაიხსენა ყველასგან მივიწყებული კახური სიმღერა „ის რა კაცია, ჩოხა არ აცვია“, „სიმღერა მკის დროს“ და ძველებური გურული „ალიფაშა“.

„ამხანაგებო, ჩვენი საქართველო მდიდარია ხალხური შემოქმედებით, რომ შეისწავლო ის ამისათვის უფრო უნდა დაუახლოვდეთ მასო“ – გვითხრა დიდმა ბელადმა.

სტალინი ოთხი საათის განმავლობაში ფეხზე იდგა აღტაცებული, გახარებული. საბოლოოდ დიდი მადლობა უძღვნა ამხ. ბერიას ასეთი დიდი საჩუქრის, დიდი აღტაცების ორგანიზაციისათვის და მისი მოსკოვში გამოფენისათვის. ამხ. სტალინმა მოიგონა მთელი მისი წარსული. მოიგონა ყველა ის სიმღერა, რომელიც მას ბათუმის და ქუთაისის ციხეებში შეუსწავლია. საღამო დამთავრდა სრულ დილის ხუთ საათზე. ჩვენ აღტაცებულნი დავბრუნდით სასტუმროში.

15 იანვარი

გამოცხადდა დაჯილდოვებულთა სია. ვიყავი მეც, თუმც შეცდომით მე გამოცხადებული ვიყავი აღმოსავლეთ გუნდის წევრად და მასთან სახელშეცვლით. შეცდომა მეორე დღესვე გასწორდა.

ამგვარად 20 იანვარში სხვა ამხანაგებთან ერთად ამხ. კალინინისგან მივიღე უდიდესი ჯილდო საკავშირო საპატიო ნიშნის ორდენი. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გუნდებიდან როგორც სოლისტმა, რაც უფრო ფხიზელს მხდის ვიდგე საბჭოთა ქვეყნის კულტურის სადარაჯოზე, რომ უფრო მედგრად ავსწიო მისი ღირსება, როგორც საბჭოთა ქვეყნის ნამდვილმა შვილმა.

16 იანვარი

მე განსაკუთრებული ბედნიერება მხვდა, როგორც სტუმარი ვწვეოდი ამხ. მოლოტოვს სახლში სადილად, ხოლო ვახშმად ამხ. სტალინს საზაფხულო აგარაკზე.

ჩვენ ამხანაგ ბერიასთან ერთად გავემგზავრეთ მოსკოვიდან 40 კმ-ის მანძილზე. მოლოტოვთან ბინაზე იყო მთელი მთავრობის წევრები. ოპერიდან იყო 20 ამხანაგამდე. დასავლეთ საქართველოს გუნდიდან სამი, აღმოსავლეთ საქართველოს გუნდიდან ორი. მოლოტოვმა მეტად გულთბილად მიგვიღო. მოლოტოვს და სტალინს თან ახლდათ ბავშვები. მოლოტოვი აღტაცებული იყო ჩვენი სტუმრობით. ის სადად მთელი უბრალოებით იქცეოდა ჩვენთან.

იქიდან ვეწვიეთ ამხ. სტალინს. ამხ. სტალინი მოლოტოვის ბინიდან ჩვენზე ადრე წავიდა, რომ თავის ბინაზე დაგვხვედროდა, როგორც მასპინძელი. ამხ. სტალინი კარებთან დაგვხვდა. ის მხიარულობდა, შესვლისთანავე ბუხარში თავისი ხელით შეშა შეყარა და ცეცხლი გაგვიჩაღა. მისი ბუხარი ჩვენებურია. „აბა ამხანაგებო, არ გაცივდეთ, ახლოს მოდით ბუხართანო“ – მიგვიპატიჟა სტალინმა. მიუხედავად იმისა, რომ ბინაში საკმაოდ თბილოდა. ცოტა ხნის შემდეგ ვიყავით სასადილო დარბაზში, სადაც გამართული იყო ქართული პურ-ღვინო, ჩვენებური საცივით. აქ კი ამხ. სტალინი განსაკუთრებით გამხიარულდა. ის ჩვენს საპატივცემულოდ პატიფონზე უკრავდა სხვადასხვა ფირფიტებს. ამხ. სტალინს ძალიან ჰყვარებია შელეგიას გუნდის შესრულებული „კუჩხა ბედნიერი“ (რომელსაც გუნდში მე ვიწყებ), მეგრელიძის „ჩონგური“, „საკოლმეურნეო“ და თარხნიშვილის „ურმული“. პირველ რიგში ამხ. სტალინმა ეს ფირფიტები დაუკრა.

ენით უთქმელი და კალმით აუწერელია იმ საღამოს ამხ. სტალინის ჩვენდამი პატივისცემა, მისი უბრალოება. ის ქართულად გვესაუბრებოდა, მღეროდა, იცინოდა. ჩვენ მასთან მხარგადადებული ვმხიარულობდით. ამგვარად დამთავრდა ეს არაჩვეულებრივი აღტაცების საღამო დიდ ადამიანთან, მსოფლიოს ბუმბერაზ კაცთან, ამხანაგ სტალინთან.

21 იანვარი

ამხ. ჟდანოვის მიწვევით ჩვენ გავემგზავრეთ ლენინის ქალაქში, სადაც სადგურზე შეგვხვდნენ დიდის ამბით. დიდი წარმატება ხვდა ჩვენს გუნდებს ლენინგრადში. ლენინგრადის ოლქკომმა გაგვიმართა გრანდიოზული ამხანაგური შეხვედრა (ბანკეტი).

ჩვენს სიხარულის და აღტაცების გრძნობით დატვირთულებმა უკანასკნელად 5 თებერვალს დავტოვეთ ლენინის ქალაქი და გამოვემგზავრეთ სპეციალური მატარებლით საქართველოში“.

ამ მოგონებების გამოქვეყნების შემდეგ მკითხველებს ბატონი ნოკოს ბიოგრაფიას გავაცნობ. ახალ თაობას ამ პიროვნების შესახებ ალბათ ინფორმაცია არ გააჩნია. ბატონმა ნოკომ ქართული ეროვნული ფასეულებები მაღალ სიმაღლეზე აიყვანა და საკუთარი ხელოვნებით რუს შოვინისტებს ხმა ჩააკმენდინა. სამწუხაროდ იმ პერიოდში საბჭოთა სახელმწიფო დახურული სივრცე გახლდათ და ჩვენი ეროვნული მუსიკალური საგანძურის უცხოეთში გატანა და ჩვენება შეუძლებელი გახლდათ.

ხურცია ნოკო ალექსანდრეს ძე (1905-1949)

მომღერალი, ლოტბარი. დაიბადა 1905 წელს სოფელ მენჯში (სენაკის რაიონი) მომღერალთა ოჯახში. მღეროდა ბაბუა, დედ-მამა, მამიდები და პატარა ნოკოც. მუსიკის პირველი მასწავლებელი ვალერიან გეგეჭკორი იყო. 16 წლის ნოკო მღერის სენაკის გუნდში, რომელსაც სახელგანთქმული ლოტბარი რემა შელეგია ხელმძღვანელობდა. ამ გუნდში სიმღერით დიდი გამოცდილება მიიღო. სწორედ აქ ჩამოუყალიბდა მას ძლიერი და ლამაზი ტემბრის ტენორი. 1923 წელს ნოკო ხურციამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე ჩააბარა, მესამე კურსიდან კი სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში გადავიდა. სწავლის წლებში იგი მღეროდა პროფკავშირებთან არსებულ მომღერალთა გუნდში კორნელი მაღრაძის ხელმძღვანელობით. აქ ნოკო ხურციამ მრავალი ძველი ქართული ხალხური სიმღერა და საგალობელი შეისწავლა.

1925 წლიდან ნოკო ხურცია ცნობილ ლოტბართან – კირილე პაჭკორიასთან – დასავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიულ გუნდში მღერის. 1932 წელს იგი ბრუნდება სენაკში, მღერის რემა შელეგიას გუნდში, გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალა ხდება – რემა შელეგიას კონცერტების ორგანიზებაში ეხმარება. 1936 წლიდან ნოკო ხურცია თბილისში კვლავ დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლში მღერის. 1937 წელს მონაწილეობს მოსკოვში გამართულ ქართული ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაში და ჯილდოვდება საპატიო ნიშნის ორდენით. 

1937 წლის ზაფხულში აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები – საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლად გაერთიანდა. ხელმძღვანელები – გრიგოლ კოკელაძე და სანდრო კავსაძე. ფაქტობრივად, სანდროს, ავადმყოფობის გამო, უფროსი ვაჟი – დათაშკა კავსაძე ცვლიდა. ნოკო ხურცია კვლავაც ამ ანსამბლის წამყვანი სოლისტია. 1945-1949 წლებში ნოკო ხურცია ხელმძღვანელობდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის გუნდს. მასი აღზრდილია ცნობილი მომღერლები და ლოტბარები: ჯოკია მეშველიანი, ოთარ ქოქოსაძე და სხვები. ქართული ხალხური სიმღერის შესანიშნავმა მცოდნემ ნოკო ხურციამ მრავალი სიმღერა აღადგინა და ააჟღერა: “უტუს ლაშქრული”, “ოდოია”, “ჰარირა”… ნოკო ხურცია გარდაიცვალა 1949 წელს. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025
ისტორია

,,ტირილი” ძველ გურიაში

11:11; 11 დეკემბერი, 2025
ისტორია

რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

09:54; 8 დეკემბერი, 2025
ისტორია

კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

10:21; 22 ნოემბერი, 2025
ისტორია

როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

10:45; 17 აგვისტო, 2025

ანიმაციის მეფე

დაბადებისთანავე ადამიანი უკვე დაღლილია _ ზარმაცი კაცის ათი მცნება

ყველა სიახლე

პოლიტიკა

სალომე ზურაბიშვილი: მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ

21:31; 20.12.2025
საზოგადოება

ავტომობილი ხეს დაეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა – ადგილიდან ვიდეო ვრცელდება

21:19; 20.12.2025
სამართალი

სენაკში ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

20:48; 20.12.2025
ზაფრანი

გივი და ავტოინსპექტორი

20:33; 20.12.2025
კულტურა

„დონ-კიხოტი რამხელა როლი იყო და ხალხი მაინც ელიბოს რატომ მეძახისო?”

18:02; 20.12.2025
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთზე

17:09; 20.12.2025
სამართალი

გარყვნილი ქმედება არასრულწოვანთან და პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონო მოპოვება, შენახვა, გამოყენება – დაკავებულია 1 პირი

17:00; 20.12.2025
სამართალი

ოზურგეთელი ცეკვის მასწავლებლის სასამართლო სხდომა ჯერ არ გამართულა

16:52; 20.12.2025
სამართალი

გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს

16:12; 20.12.2025
პოლიტიკა

მთავრობის პროპაგანდა ხშირად კრემლის ნარატივებს იმეორებს – MDF-ის კვლევა

15:08; 20.12.2025
საზოგადოება

როგორ ითვლება საარსებო მინიმუმი საერთაშორისო სტანდარტით

14:45; 20.12.2025
მსოფლიო

აშშ-მა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ „მასშტაბური“ დარტყმა განახორციელა

14:04; 20.12.2025
პოლიტიკა

„ოცნების“ დეპუტატი, რომელმაც საათებში ნახევარ მილიონზე მეტი გადაიხადა

13:45; 20.12.2025
მსოფლიო

reuters: აშშ-ს დაზვერვა მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინის მიტაცებას და ევროპის ნაწილების დაბრუნებას აპირებს, რაც ყოფილ საბჭოთა კავშირს ეკუთვნოდა

12:41; 20.12.2025
საზოგადოება

გურიაში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტი გამოავლინეს

11:58; 20.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო