დღეს, 11 საათზე, ირაკლი ოქრუაშვილს სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით, 20-21 ივნისის მოვლენებზე მოწმის სტატუსით გამოკითხავენ.
ოქრუაშვილმა ოპოზიციის სხვა ლიდერების მსგავსად უარი თქვა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე. “გამარჯვებული საქართველოს” დამფუძნებელი სამართალდამცველებისგან ბიძინა ივანიშვილის გამოკითხვას ითხოვს და დარწმუნებულია, რომ საერთშორისო თანამეგობრობის ჩართულობის გარეშე გისოსებს მიღმა გაცილებით მეტი პოლიტიკოსი იქნებოდა.
“მთავრი არის ერთი რამ, ნომერ პირველი ადამიანი, ვინც ამ საქმეზე 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად უნდა დაიკითხოს, ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ურცხვად აცხადებს, რომ თითქოს იმ ღამეს ეძინა და არაფერი არ იცოდა რა ხდებოდა. არავის სჯერა ამ ზღაპრების, მან მშვენივრად იცოდა, რა ხდებოდა და მან გასცა ბრძანება აქციის დარბევის,”_ აცხადებს ოქრუაშვილი.
კითხვაზე, არსებობს თუ არა ოქრუაშვილის დაპატიმრების საფრთხე, ყოფილი მინისტრი პასუხობს:
“არ ვიცი, ვნახოთ, მაგათ თავში რა მოიხარშება, მე ვერ გეტყვით, თუმცა, აბსოლუტურად არაადეკვატურები რომ რიან, ეს ნათლად ჩანს”.