ოზურგეთში ლესელიძის ქუჩაზე, 12 აგვისტოს დილით მკვლელობა მოხდა. ყოფილმა ქმარმა ყოფილი ცოლი მოკლა. ქალი ნაქირავებ ბინაში სამ შვილთან ერთად ცხოვრობდა.
ტრაგედია სწორედ ამ სახლში მოხდა. მკვლელობას შეესწრო მათი მცირეწლოვანი შვილი.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალი ე.წ. “შტირითაა” მოკლული.
როგორც ირკვევა, ქალს პოლიციისთვის ხშირად მიუმართავს.
„უკვე მესამეჯერ იყო უკვე წამოსული ოჯახიდან. ახლაც შერიგება უნდოდაო. ნორმალური ადამიანი მაგას ბავშვს მისცემდა? შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი. ჩემი და სულ მეუბნებოდა, რომ მასზე ძალადობდა,”– ამბობს მედიასთან საუბარში მოკლული ქალის ძმა.
ირკვევა, რომ კაცი მსხვერპლს ოთახში დაესხა და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო: fortuna