ნორვეგიაში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
როგორც BBC იუწყება, მომხდარის შედეგად ბორტზე მყოფი 4-ვე მგზავრი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომელიც ეკუთვნოდა აშშ-ს საზღვაო ქვეითთა კორპუსს, ნატოს წვრთნებში მონაწილეობდა. შემთხვევა პარასკევს მოხდა. ავარიის გამომწვევ მიზეზებზე გამოძიება უამინდობის გამო შეჩერდა, თუმცა პოლიციამ განაცხადა, რომ ამინდის გაუმჯობესების შემდეგ ის განახლდება.