ნორვეგიის უსაფრთხოების პოლიციურმა ძალებმა რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
უწყების განმარტებით, საკონსულტაციო კომპანიის თანამშრომელს ბრალად ედება რუსული სპეცსამსახურის ოფიცრებთან შეხვედრა და მათთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდება.
მაუწყებლის ინფორმაციით, ბრალდებული ოსლოს ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს. ის უარყოფს ჯაშუშობის ფაქტს და პოლიციასთან თანამშრომლობას აპირებს.































































