ცოტა ხნის წინ, ნორვეგიის სამხრეთით, ინლანდეტის ოლქში იპოვეს თხილამურები, რომელთაც ასაკიც 1 300 წელს შეადგენს.
აღმოჩენა ორ ეტაპად გაკეთდა. 2014 წელს მთა დიგრვარდენზე მეცნიერებმა ერთი თხილამური იპოვეს, შემდეგ კი 9 წელი კი ყინულის დადნობას ელოდებოდნენ, რათა მისი წყვილი გაეთავისუფლებინათ.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თხილამურები დაახლოებით 750 წელს დაამზადეს. მსგავსი თხილამურები არქეოლოგებს ადრეც შეხვედრიათ, თუმცა ეს წყვილი ყველაზე კარგად არის შემონახული – თხილამურებს სამაგრებიც კი თავის ადგილზე აქვს. არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ თხილამურები მონადირეს ეკუთვნოდა.
ავტორი