ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი ნინო ანანიაშვილთან კონტრაქტს აჩერებს. ამის შესახებ მათ ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
”ნოვოსიბირსკის ოპერისა და ბალეტის თეატრი შეაჩერებს კონტრაქტს ქართველ პრიმა-ბალერინასთან ნინო ანანიაშვილთან ოფიციალური განცხადებამდე თეატრის ხელმძღვანელად მისი დანიშვნის შესახებ მედიაში ინფორმაციის გავრცელების გამო. თეატრის ხელმძღვანელობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიდერის სახელის გამოცხადება მისი გუნდისთვის ოფიციალური წარდგენამდე, უაღრესად უპატივცემულოა დასის შემსრულებლების მიმართ. ამიტომ, ჩვენ იძულებულნი ვართ შევაჩეროთ დადებული ხელშეკრულება, სანამ არ მიიღება ინფორმაციის გასაჯაროების გადაწყვეტილება“,_ ნათქვამია განცხადებაში.