სამოქალაქო მოძრაობის “თავისუფლებისთვის“ წევრებმა ოზურგეთში მდუმარე აქცია გამართეს სახელწოდებით “იმოქმედე ფემიციდის წინააღმდეგ.
როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი გუშინ მკვლელობა მოხდა ოზურგეთში. ი.ტ.-შმა ყოფილი ცოლი მოკლა.
აქციის მონაწილეებმა კინოთეატრი “ოზურგეთის“ მიმდებარე ტერიტორიაზე დატოვეს პლაკატები წარწერებით: “ნუ მომკლავ“, “გულგრილი საზოგადოება დამნაშავეა“, “იმოქმედე ფემიციდის წინააღმდეგ“, “ჩემი თავი მე მეკუთვნის მერე რა, რომ ქმარი მყავს“.
ცნობისთვის, აქცია ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა. აქციის მიმდინარეობისას იყო საუბარი, რომ საზოგადოება უფრო მეტად უნდა ჩაერთო მსგავსი ტიპის აქციაში.
2022 წელს გურიაში ფემიციდის 1 შემთხვევა დაფიქსირდა.
ავტორი