“გამარჯობათ. თქვენთან, სამსახურში გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ თქვენს თანამშრომლებს. ყველანი მივიდნენ არჩევნებზე და რა თქმა უნდა, ხმა მისცეს 48-ს, ნუ შეიქმნიან პრობლემას. ჯონი” _ წერია სმს-ში, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გამოაქვეყნა.
ხაბეიშვილის თქმით, სმს ჩოხატაურის თანამედროვე გალერიის ხელმძღვანელოს ჯონი უჯმაჯურიძის ნომრიდანაა გაგზავნილი.
” სმს-ებით მუქარა საკუთარ თანამშრომლებზე რაიმე სიახლეა?! ფეხები ვერავის მოსჭამოს ჯონიმ და მისნაირებმა!” _ მიმართავს ჩოხატაურის შტაბისბუფროსს ირაკლი კუჭავას ხაბეიშვილი.
“გურია ნიუსის” გადამოწმებით გაირკვა, რომ სკრინზე არსებული ნომერი ნამდვილად უჯმაჯურიძეს ეკუთვნის, რომელოც სმს-ების გაგზავნას კატეგორიულად უარყოფს:
_ არანაირი სმს არ გამიგზავნია არავისთან. არასწოროა ეს ინფორმაცია, _ ამბობს უჯმაჯურიძე.
_ თქვენი ნომერია დაფიქსირებული და სქრინიც დევს, როგორაა არასწორი?
_ დღეს ფოტოშოპით ყველაფრის გაკეთება შეიძლება. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ მე არაფერი გამიგზავნია, _ გვითხრა უჯმაჯურიძემ.
ირაკლი კუჭავა ამბობს, რომ ხაბეიშვილის პოსტი არ უნახავს და აღნიშნავს, რომ მსგავსი დავალება არავისთვის მიუცია.