ჩაქვში, სასტუმრო „ოაზისში“ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რა დროსაც 5 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო სასტუმროს ადვოკატმა კახა წერეთელმა დღეს მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით და დოკუმენტებით, რა ვალდებულებებიც გააჩნია ადმინისტრაციას აუზების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით, ეს ვალდებულებები დაცულია. თუმცა, სრული ინფორმაცია წარედგინება გამოძიებას, ასევე ჩვენებების სახით და საბოლოო ანგარიშს და შეფასებებს გააკეთებს გამოძიება.
სამედიცინო პუნქტი ნამდვილად არსებობს ტერიტორიაზე, როგორც ეს არის წესი, შემთხვევიდან რამდენიმე წამში ფაქტობრივად, სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი იყო ადგილზე და ცდილობდა დახმარების აღმოჩენას, მაშველებიც დაუყოვნებლივ იყვნენ შემთხვევის ადგილზე, ვალდებულება იმისა, რომ ყველა აუზთან მაშველი იყოს, ასეთი ვალდებულება არ არსებობს, ბუნებრივია ეს არ ყოფილა, თუმცა რაც არის რეგულაციებით გათვალისწინებული, ყველაფერი შესრულებული იყო“, – ამბობს კახა წერეთელი.