ოდესის ოლქის ქალაქ როზდილნაში უკრაინელმა მესაზღვრეებმა პოლიციასთან და ტერიტორიულ თავდაცვის ძალებთან ერთად დივერსიული ჯგუფი აღმოაჩინეს, ერთი დივერსანტი დააკავეს, რამდენიმე უკრაინელი დამცველი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო საზღვრის დაცვის სამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა დამცველებმა ეჭვმიტანილი ფოლკსვაგენის მიკროავტობუსში იპოვეს. უცნობი პირების შემოწმების მცდელობისას მესაზღვრეებს, პოლიციას და ტერიტორიული თავდაცვის ძალებს ცეცხლი გაუხსნეს სხვა ავტომობილიდან.
გაერთიანებული ჯგუფის ჯარისკაცებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს დივერსანტებს, ჯიპმა გაქცევა მოასწრო.
დაკავებულ მიკროავტობუსში დამცველებმა იპოვეს იარაღი, მათ შორის ავტომატები და ყუმბარმტყორცნები, საბრძოლო მასალა, ნაღმები და ასაფეთქებელი ნივთიერებები.
ერთ-ერთი დივერსანტი დააკავეს. მისი იდენტიფიცირება მიმდინარეობს, სხვა დივერსანტების ძებნა გრძელდება.