რუსულმა ძალებმა ქალაქ სლოვიანსკთან უკრაინული MI-17 ვერტმფრენი, ხარკოვის რეგიონში კი SU-25 თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ინფორმაციას სააგენტო dailynews ავრცელებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით.
რუსეთის თავდაცვის უწყების მტკიცებით, მისმა რაკეტებმა ოდესაში საცავი გაანადგურეს, სადაც ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ უკრაინისთვის გადაცემული Harpoon-ის გემთსაწინააღმდეგო რაკეტები ინახებოდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კრასნოარმეისკის მახლობლად განადგურდა სატრანსპორტო-სატვირთო მანქანა HIMARS სარაკეტო სისტემის გამშვებით.
გარდა ამისა, გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ რუსი სამხედროები თავს დაესხნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების 60-ე მოტომსროლელი ბრიგადის 97-ე ბატალიონის ადგილს ზაპოროჟიეს რეგიონში. თავდასხმის შედეგად 65-მდე ჯარისკაცი დაიღუპა და ათზე მეტი სპეცტექნიკა განადგურდა.