ახმეტა-ალვანის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ავტომობილი, რომელშიც ექვსი ადამიანი, მათ შორის სამი არასრულწლოვანი იმყოფებოდა, გადაბრუნდა.
სამედიცინო დახმარებამ, დაშავებული არასრულწლოვნები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების განმარტებით, მოზარდებს მოტეხილობები და მუცლის დახურული ტრავმები აღენიშნებათ. ამ წუთებში, შესაბამისი კვლევები მიმდინარეობს.
ადგილზე საპატრულო პოლიცია და მაშველები იმყოფებიან.