ლიმაში ოჯახმა აღმოაჩინა, რომ მათი შეძენილი ძაღლი სინამდვილეში მელაა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის მიერ შეძენილი ცხოველი სახელად “Run Run” თავდაპირველად მხიარულად თამაშობდა სამეზობლოში სხვა ძაღლებთან, მაგრამ როდესაც გაიზარდა დაიწყო ქათმების დაჭერა და ჭამა.
„ჩვენ გვეგონა, რომ ის სუფთა ჯიშის ლეკვი იყო“, – თქვა სოტელომ, რომელმაც დასძინა, რომ მისმა თინეიჯერმა ვაჟმა ცხოველი ძაღლად იყიდა დაახლოებით ექვსი თვის წინ 13 დოლარის ექვივალენტად.
”ერთმა ქალბატონმა გვითხრა, რომ მან შეჭამა სამი დიდი ზღვის გოჭი,” – თქვა სოტელომ და წუხდა, რადგან მას უნდა გადაეხადა დახოცილი ცხოველებისთვის.
ვალტერ სილვამ, SERFOR-ის ვეტერინარმა და ველური ბუნების სპეციალისტის განცხადებით, ხშირია ამაზონიდან გარეული ცხოველების წაყვანისა და უკანონოდ ვაჭრობის ფაქტები ლიმაში.
„ამ შემთხვევაში შინაურ ძაღლად ნაყიდი მელა“,_ თქვა მან.