ქურდობა მოხდა მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში.
ადგილობრივის სახლიდან დიდი რაოდენობის თანხა რამდენიმე დღის წინ მოიპარეს.
გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია დაახლოებით 20 ათასი ლარი. მომხდარ ფაქტს მეზობლები ადასტურებენ.
ოჯახს აღნიშნული თანხა ბანკიდან ჰქონდა გამოტანილი. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
წყარო: newposts