მიმდინარე წლის სამი თვის განმავლობაში, გურიაში, ოჯახში ძალადობის საქმეზე 26 შემაკავაბელი ორდერი გამოიცა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკაშია ნათქვამი.
ამავე სტატისტიკის თანახმად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი სხვადასხვა ასაკის მქონე 2 მამაკაცი და 24 ქალი გახდა.
რაც შეეხება ძალადობის სახეებს, ადგილი ჰქონდა ფიზიკური ძალადობის 16, ხოლო ფსიქოლოგიური ძალადობის 23 შემთხვევას. 1 შემთხვევაში კი იძულება დაფიქსირდა.
რაც შეეხება ქალთა მიმართ ძალადობას, შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, 1 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ძალადობის მსხვერპლი 1 ქალი გახდა. ადგილი ფსიქოლოგიურ ძალადობას ჰქონდა.


































































