ოდითგან დაკანონებული შეხედულება იმის თაობაზე, რომ ინტერესთა ერთობა არის ოჯახური ბედნიერების სათავე, სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. აღმოჩნდა, რომ მთავარი ყოფილა მეუღლისადმი ზრუნვა და ყურადღება. ეს გაირკვა სერიოზული სამეცნიერო დასკვნების საფუძველზე. ცოლ-ქმრულ წყვილებს შეავსებინეს ანკეტები შეკითხვებით: ერთმანეთით კმაყოფილებისა და სამეუღლეო ინტერესთა ერთობის შესახებ, ახალი შეგრძნებების მოგვრის სურვილებზე, დათმობის უნარზე, პარტნიორთან დამოკიდებულებაზე და სხვა. გაირკვა, რომ ინტერესთა, მიზნების და მორალური პრინციპების ერთობა, პრაქტიკულად, არ იწვევდნენ კმაყოფილების გრძნობას, ხოლო პარტნიორისადმი ყურადღება და ზრუნვა აღმოჩნდა ოჯახური ბედნიერების ნამდვილი სათავე. ამ ფაქტს ის ახსნა დაეძებნება, რომ ყურადღებიანი და მზრუნველი ადამიანები უფრო სათნონი არიან და უკეთ უგებენ სხვა ადამიანს. თანაც, დროთა განმავლობაში ისინი მზად არიან ყოველგვარ შეცვლილ ურთიერთობებთან მისასადაგებლად. ფსიქოლოგები ირწმუნებიან – იმის ნაცვლად, რომ ვეძებოთ საყოველთაოდ აღიარებული „იდეალური მამაკაცის“ ან „იდეალური ქალის“ შესაბამისობის პარტნიორი, სჯობს უპირატესობა მივანიჭოთ მას, ვინც გახსნილია ურთიერთობისათვის ჩვენთან და თანაგრძნობისა და გვერდში დგომის უნარი შესწევს.