“არც შერიგებას და მასთან ცხოვრებას არ ვაპირებ, 14 წელი ტერორისტის ხელში ვიყავი, სულ მცემდა ეჭვიანობის ნიადაგზე, ოთხი შვილი მყავს _ 13, 10, 7 და 4 წლის არიან, ამათ თვალწინ მცემდა უმოწყალოდ, პატარას კი აყურებინა თოფი რომ მესროლა. მარჯვენა ყურში სმენაც დამიქვეითდა, ცემისგან ყური ისე გამიხეთქა. ბოლოს კი თოხს მირტყამდა უმოწყალოდ“_ ეს სიტყვები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების მკვდირ ზ.ჩ. ეკუთვნის.
ზ.ჩ. მეუღლეს გ.მ. ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიება შეუფარდა. დღეს მის მიმართ მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა.
სასამართლო სხდომის დაწყებამადე დარბაზში ინციდენტიც მოხდა. ბრალდებული გ.მ. რომელიც ბადრაგებმა დარბაზში ხელბორკილით შემოიყვანეს, მისი მეუღლის დანახვისთანავე გაღიზიანდა და პროკურორის არმაზ შანიძის თანდასწრებით, სასამართლო დარბაზში მეუღლის ზ.ც. მიმართ უშვერი და ხმამაღალი სიტყვებით დაიწყო ლანძღვა. რის გამოც მას რამდენიმე წუთით დარბაზი დაატოვებინეს კიდეც.
ზ.ჩ. “გურია ნიუსთან“ ჰყვება, თუ როგორ ახორციელებდა მისი მეუღლე მის მიმართ ფიზიკურ ძალადობას.
_ მეზობელთან ვერ გადავიდოდი. ტერორში ვიყავი, ეჭვიანობდა ყველაზე და ყველაფერზე. ბებია გარდამეცვალა და დასაფლავებაზე უნდა წავსულიყავი. მან მითხრა უარი, არ გაგიშვებო, ასე მინდა მე და არ წახვალო. არ დავუჯერე, ავდექი დილით ადრე და 20 ცალი წიწილა წავიყვანე ბაზარში გასაყიდად. გზის ფული მჭირდებოდა და გავყევი ბავშვის ნათლიას.
როცა მოვედი სახლში და იმ წუთასვე დამიწყო ჩხუბი, თოხით მცემდა, თვალებში მუშტებს მირტყამდა, უმოწყალოდ მექცეოდა, პოლიციაში დავრეკე. მოვიდნენ და რომ მნახეს ასეთ სიტუაციაში, დააწერინეს ხელწერილი და გაფრთხილება მისცეს. მეორე დღეს უარესი განმეორდა, როგორ დარეკე პოლიციაშიო და სულ წიხლით მცემა.
ეჭვიანობის გამო ხდებოდა ასეთი რამ. არ გამოვუშვებ ციხიდან. იქედან დამირეკა ფული ჩამირიცხეო, სულ აქ ხომ არ ვიჯდებიო, გამოვალო და ნახე უარესს გიზამო.
გ.მ. უფლებების დამცველმა დავით მამალაძემ მოსამართლეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა. მან აღნიშნა, რომ ამის შემდეგ გ.მ. მეუღლესთან კონტაქტს გაწყვეტდა, რაზეც მოსამართლისგან უარი მიიღო, რაზედაც მოსამართლემ უარი უთხრა. ასეთივე პირობით ითხოვა გათავისუფლება ბრალდებულმა, რომ გათავისუფლების შემთხვევაში მხოლოდ ბავშვებს ინახულებდა.
სასამართლო სხდომა 19 სექტემბერს 16 საათზე ჩაინიშნა.