კურო _ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ზოგადად უყვართ სტაბილურობა ყველგან და ყველაფერში.
მით უმეტეს, როცა საქმე სახლს და ოჯახს ეხება. კუროს არ უყვარს ცვლილებები, ძნელად ადაპტირებს მოულოდნელი ცხოვრებისეული “სიურპრიზების” დროს და ყველაზე მეტად ვერ იტანს შეჩვეული ადგილის ცვლას.
ამ ზოდიაქოს ნიშნის ხალხი ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებს საკუთარ სახლს. ხშირად ამას წლებიც შეიძლება შეალიონ, სამაგიეროდ, საბოლოო ჯამში კუროს სახლი ერთ-ერთი ყველაზე კომფორტული და მყუდრო იქნება.