ახალი წელი ჩვენს ქვეყანაში და მთელ მსოფლიოში ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. ალბათ საინტერესოა როგორ ხვდებიან ახალ წელს ცნობილი კინომსახიობები.
ფრანგი ლამაზმანი ოდრი ტოტუ ყოველთვის უჩვეულო მოკრძალებით გამოირჩევა. ახალ წელს აუცილებლად ოჯახურ წრეში ხვდება.
ცნობილი ამერიკელი მსახიობი სალმა ჰაიეკი ახალი წლის დღესასწაულის წინ ისტორიულ სამშობლოში ჩადის და ზეიმის დღეებში მრავალრიცხოვანი მექსიკელი ნათესავების ხმაურიან საზოგადოებაში ყოფნას ამჯობინებს.
ქალბატონი სალმას უახლოესი მეგობარი ჯენიფერ ლოპესი კი ახალი წლის დღეებში ნიუ-იორკში, თავის მშობლიურ რაიონს – ბრონკსს სტუმრობს და იქაურ უსახლკაროებს საჭმელსა და ტანსაცმელს ურიგებს. კინომსახიობი მათ იმპროვიზებული კონცერტითაც აჯილდოვებს.
არნოლდ შვარცენეგერი „საპატიო ასაკის“ მიუხედავად საახალწლო არდადეგებს თავის სამშობლოში, ავსტრიაში ატარებს. გულს იჯერებს ნათესავებთან და ბავშვობის მეგობრებთან ურთიერთობით, თხილამურებზე სრიალით. კალიფორნიის ყოფილ გუბერნატორს ძალიან უყვარს ახლობელთა წრეში ქეიფისას მწვადების შეწვა. ალბათ გაგიკვირდებათ და ზეიმის დასრულების შემდეგ ხანგრძლივად და გულმოდგინედ რეცხავს ჭურჭელს!
































































