„საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით, დაწესებულია ერთი მხრივ, ადმინისტრაციული მეორე მხრივ, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში განსაზღვრულია ჯარიმის ოდენობაც და სისხლის სამართლის დანაშაულისთვის თავისუფლების აღკვეთაც. ეს სანქციები არის სრულად პროპორციული, ვინაიდან ამ პასუხისმგებლობის მთავარი მიზანია, დავიცვათ ჩვენი საზოგადოება, ჩვენ მოსახლეობა და მათი ჯანმრთელობა და სიცოცხლე. ამიტომ თუკი, ოპოზიცია იმას გვეუბნება, რომ ჩვენ პასუხი არ უნდა მოვთხოვოთ იმ ადამიანებს ვინც ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნიან, ეს არის მათი უპასუხისმგებლო განცხადება”, – აღნიშნულის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მმართველი პარტიის ვალდებულებაა საკუთარ მოქალაქეებზე, მათ ჯანმრთელობაზე და სიცოცხლეზე ზრუნვა. ანრი ოხანაშვილის განმარტებით ამნისტიის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.
„დღის წესრიგში არ დგას არანაირი ამნისტიის გამოცემა იმ პირების მიერ ჩადენილი ქმედებებისთვის, ვინც საგანგებო ან საომარი რეჟიმი დაარღვიეს კარანტინის და იზოლაციის წესი საგანგებო/ საომარი რეჟიმის დროს და ამით საფრთხე შეუქმნეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ამ შეთხვევაში ამნისტიის საკითხი არ დგას. აღნიშნული საკითხი პარლამენტის პრეროგატივაა და ნებისმიერ პირს შეუძლია ეს საკითხი დასვას და ვიმსჯელოთ ამაზე თუმცა, არანაირი ამნისტია ამ ეტაპზე არ განიხილება”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მისი თმით, სახელმწიფო, ხელისუფლება, ზრუნავს თითოეულ მოქალაქეზე ყველა მიმართულებით, იქნება ეს ეკონომიკური მიმართულება, თუ მათი სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა.
„ჩვენ გავაგრძელეთ საგანგებო მდგომარეობა რადგან ჩვენი მოქალაქეების, მათი შვილების, ოჯახის წევრების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, შესაძლოა საფრთხის წინაშე დადგეს. ჩვენ ძალიან მაღალი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული ჩვენი საზოგადოების წინაშე და შესაბამისად, ჩვენ დავიცავთ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ერთადერთი მიზანი, რის გამოც საგანგებო რეჟიმი გაგრძელდა არის ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათი ამ უმნიშვნელოვანესი სიკეთის დაცვა. ოპოზიციას აქვს საკუთარი დღის წესრიგი, სამწუხაროა, რომ ისინი კვლავ ამ რეჟიმში განაგრძობნ ოპონირებას, თუმცა ეს არის მათი განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.