ჩემთვის ირაკლი ოქრუაშვილი არ არის არც საიმედო, სანდო პოლიტიკოსი და არც მისი ისტორიებია სანდო, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.
„ირაკლი ოქრუაშვილის არაერთი განცხადება მოგვისმენია, პოლიტიკაში არის და მისი პოლიტიკური ინტერესები აქვს. ალბათ, რისკების პრევენციაც აქვს. მას „ქართულ ოცნებასთან“ პირდაპირი კავშირი არ ჰქონია, ამის სურვილი არც „ქართულ ოცნებაში“ იყო. ის რას მოჰყვება, მისი ვიწრო პოლიტიკური ინტერესების ნაწილია. დეტალები არ ვიცი და განხილვის არც სურვილი მაქვს“,- განაცხადა სესიაშვილმა.