ოკუპანტების ტყვეობიდან აზოვსტალის 3 დამცველი გათავისუფლდა. ტყვეთა გაცვლა ჩერნიგოვის რეგიონში მოხდა. ამის შესახებ Ukrainska Pravda წერს.
როგორც გამოცემა წერს, გავრცელებული ფოტოების მიხედვით, გათავისუფლებულთა შორისაა მარიუპოლის საპატრულო პოლიციის უფროსი, მიხაილო ვერშინინი, აზოვსტალის მცველი, მედდა, კატერინა პოლისჩუკი ე.წ. “პტაშკა“ და 36-ე ბრიგადის უფროსი სერჟანტი მიხაილო დიანოვი ე.წ. “პიანისტი“.
“შევძელით ტყვეთა გაცვლა. აზოვის ზოგიერთი მაცხოვრებელი სახლშია. საბოლოოდ შევძელით მარიუპოლის დამცველების კიდევ ერთი ნაწილის, მათ შორის აზოვის პოლკის მებრძოლების დაბრუნება. დღეს საღამოს ის გაცვლა შედგა, რომელსაც ამდენი ხანი ველოდით“, – ამბობს აზოვის პოლკის ყოფილი მეთაური მაქსიმ ჟორინი.
17 მაისს აზოვსტალიდან მებრძოლების ევაკუაციის ოპერაცია დაიწყო. ევაკუაციის ფარგლებში, მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან ყველა უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.
29 ივნისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინამ აზოვსტალის 95 მცველი ტყვეობიდან გაათავისუფლა.
ავტორი