ღამით, რუსმა დამპყრობლებმა ცეცხლი გაუხსნეს სლავიანსკის ცენტრს, დაიღუპა ოთხი და დაიჭრა ორი ადამიანი. ამის შესახებ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ქალაქის სამხედრო–სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვადიმ ლიახმა იტყობინება .
“ღამით ქალაქის ცენტრალური ნაწილი კიდევ ერთხელ დაბომბეს. დაზიანდა კერძო სახლები. ერთ–ერთ მათგანში ოჯახი ცხოვრობდა. 3 ზრდასრული დაიღუპა, აფეთქების ტალღამ 12 წლის ბიჭი სახლიდან გაისროლა. ბიჭი გადარჩა, ის დაშავებულია და კლინიკაში მკურნალობს. ჯამში, დაბომბვისას 4 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაიჭრა“, – თქვა მან.
რუსმა ოკუპანტებმა ღამით ზაპოროჟიეც დაბომბეს – საცხოვრებელ სახლზე სარაკეტო იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 5 მოქალაქე. ასევე, დღეს, 10 ოქტომბერს, დილით დაიბომბა კიევიც – პირველადი მონაცემებით, არიან დაშავებულები და დაღუპულები.
ავტორი