რადიო “თავისუფლების” ინფორმაციით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრომ კომენტარი გააკეთა ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე ადგილას უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენასთან დაკავშირებით.
„საჰაერო ძალებისა და საჰაერო თავდაცვის ძალების“ მეთაურის, ადგურ გუმბას განცხადებით, „მასშტაბური საჰაერო თავდასხმისას დაახლოებით 30 დრონი დააფიქსირეს“.
გუშინ, 4 მარტს ოკუპირებული აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში ჩამოვარდნილი დრონის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები ოჩამჩირის რაიონის ერთ-ერთ სოფელში იპოვეს. ვარდნისას დრონმა ელექტროგადამცემი ხაზი დააზიანა.































































