აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე აცხადებს, რომ ირაკლი კვარაცხელიამ თავი დაკითხვის ოთახში მოიკლა.
„2019 წლის 10 მარტს რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია დააკავეს, რომელმაც უკანონოდ გადმოკვეთა აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარი. ის გადაყვანილი იყო სასაზღვრო სამმართველოს დანაყოფში. ოთახში მარტო ყოფნისას მან თავი ჩამოიხრჩო. გამოძახებული იყო სამედიცინო პერსონალი, თუმცა ირაკლი კვარაცხელიას გადარჩენა ვერ მოხერხდა“, _ ნათქვამია განცხადებაში.
“საზოგადოებრივ მაუწყებელთან” გაკეთებულ კომენტარში კი დაურ კოვე ამბობს, რომ მან სრულიად გაურკვეველ ვითარებაში თავი მოიკლა და ამის დამადასტურებელი კადრებიც არსებობს.
მომხდართან დაკავშირებით განცხადება აფხაზეთის დეფაქტო უშიშროების სამსახურმაც გაავრცელა.
“2019 წლის 10 მარტს რუსეთის ФСБ-ს სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია დააკავეს, რომელმაც უკანონოდ გადმოკვეთა აფხაზეთის სახელმწიფო საზღვარი. ის გადაყვანილი იყო სასაზღვრო სამმართველოს დანაყოფში. ოთახში მარტო ყოფნისას მან თავი ჩამოიხრჩო. გამოძახებული იყო სამედიცინო პერსონალი, თუმცა ირაკლი კვარაცხელიას გადარჩენა ვერ მოხერხდა”, – წერია განცხადებაში.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციით, ოკუპირებულ გალის რაიონში ადგილობრივმა მკვიდრმა, საქართველოს მოქალაქემ, ირაკლი კვარაცხელიამ თავი მოიკლა. კვარაცხელია მანამდე დეფაქტო ხელისუფლებამ დააკავა.
ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის დროულად გადმოცემაზე მუშაობა დაწყებულია.