ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი ჩაკეტა. კარანტინის გამოაცხადების მიზეზად დე ფაქტო მთავრობა საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელებას ასახელებს.
ენგურის ხიდთან იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთში აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ალექსანდრე ჩიკვაიძე. მისი ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონიდან ზუგდიდის მუნიციპალიტეტისკენ უშვებენ მხოლოდ „ენგურჰესის“ თანამშრომლებს და პირებს, რომლებიც ოკუპირებულ აფხაზეთში დროებით იმყოფებოდნენ. რამდენ ხანს გასტანს შეზღუდვა, ჯერჯერობით, უცნობია.