EURONEWS– ის ინფორმაციით, რუსეთის მიერ დანიშნულმა ოფიციალურმა პირებმა ოკუპირებულ ყირიმში გამოაცხადეს რეგიონალური საგანგებო მდგომარეობა, რადგან ნახევარკუნძულის უდიდესი ქალაქის, სევასტოპოლის სანაპიროებზე ნავთობი აღმოაჩინეს.
როგორც ცნობილია, საწვავი ორი დაზიანებული ტანკერიდან თითქმის სამი კვირის წინ დაიღვარა ქერჩის სრუტეში, სევასტოპოლიდან დაახლოებით 250 კილომეტრში, ნახევარკუნძულის სამხრეთ-დასავლეთით.
კრასნოდარის ოლქის გუბერნატორმა ვენიამინ კონდრატიევმა განაცხადა, რომ გაწმენდაზე ჯერ კიდევ 7000 ადამიანი მუშაობს.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნავთობის დაღვრას “ეკოლოგიური კატასტროფა” უწოდა.