ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ე.წ. არჩევნების მეორე ტურში დამარცხება აღიარა, – ამის შესახებ https://www.interfax.ru/world/839960 წერს.
ბიბლვოვმა ნიხასის პარტიის ლიდერს, ალან გაგლოევს წარმატებულ მუშაობას უსურვებს.
,,დიდი იმედი მაქვს, რომ მას ყველაფერი გამოუვა“, – განუცხადა ბიბილოვმა ჟურნალისტებს.
ასევე, მან ცხინვალის ყველა მოქალაქეს, სამოქალაქო მოვალეობის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
გამოცემის ინფორმაციით, მეორე ტურში, რომელიც 8 მაისს ჩატარდა, გამარჯვება პოლიტიკური პარტია „ნიხასის“ ლიდერმა, ალან გაგლოევმა მოიპოვა. პროტოკოლების 18%-ის დამუშავების შემდეგ გაგლოევს ხმათა 59,22% (3 686 ხმა), ბიბილოვს კი 37% (2 274) აქვს.
არჩევნებში მონაწილეობა 68,2%-მა მიიღო.
ავტორი