საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გამოცემული განკარგულების თანახმად, საოლქო კომისიამ დაადგინა, რომ კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის შედგენისას საუბნო საარჩევნო კომისიამ დაუშვა მექანიკური შეცდომა, კერძოდ:
“გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელის” მიღებული საარჩევნო ბიულეტენების გრაფაში ეწერა ციფრი სამი, ხოლო გადათვლის შედეგად აღმოჩნდა 33 ბიულეტენი;
“ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” მიღებული ბიულეტენების გრაფაში ეწერა 2, გადათვლის შედეგად აღმოჩნდა 42 ბიულეტენი;
“დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” მიღებული ბიულეტენების გრაფაში ეწერა 1, გადათვლის შედეგად აღმოჩნდა 21 ბიულეტენი.
განკარგულება “პატრიოტთა ალიანსმა” გაასაჯაროვა, როგორც პარტიისთვის ხმის ჩამოკლების ფაქტობრივი მტკიცებულება.