„ომიკრონით“ ინფიცირებულმა ერთ-ერთ პაციენტმა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასევე ინფიცირების ისტორიის დეტალებზე „ქრონიკასთან“ ისაუბრა.
„აბუ-დაბიში ვესწრებოდით „ფორმულა 1“-ის ფინალს და მოგვიწია გადაკვეთა ძალიან ბევრ სხვადასხვა ჯგუფთან. რამდენიმე ჯგუფი აფრიკიდან იყო. თბილისში ჩამოვედით და არანაირი ეჭვი არ იყო. უბრალოდ, ჩემ ერთ მეგობარს ჰქონდა დაბალი სიცხე. გავიკეთეთ „პისიარ“ ტესტები იმავე დღეს და სამწუხაროდ, დაგვიდასტურდა. განსაკუთრებული და უცხო შეგრძნება არაფერია. იყო ერთი დღე, როცა მქონდა გამოხატული სიმპტომები. ეს იყო მეორე დღე და იმის მერე ძალიან მცირე სურდო მაქვს“, – ამბობს კოვიდის ახალი შტამით ნფიცირებული ქართველი პაციენტი.
საქართველოში „ომიკრონის“ შტამით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა.
წყარო: იმედინიუსი