ომის დანაშაულები, მოსახლეობის უკანონო დეპორტაცია უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე – სწორედ ამ საფუძველზე გასცა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი.
“დღეს, 2023 წლის 17 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა დაპატიმრების ორდერი უკრაინაში შექმნილი ვითარების კონტექსტში ორი პირის მიმართ: ესენი არიან ვლადიმირ პუტინი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი და და ქ-ნი მარია ლვოვა-ბელოვა, რუსეთის ბავშვთა უფლებების დამცველი. წინასასამართლო პალატამ მიიჩნია, პროკურატურის 2023 წლის 22 თებერვლის განცხადებებზე დაყრდნობით, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ თითოეულ ეჭვმიტანილს ეკისრება პასუხისმგებლობა ომის დანაშაულზე – მოსახლეობის უკანონო დეპორტაციაზე და უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის უკანონო გადაყვანაზე. დაპატიმრების ორდერების შინაარსი საიდუმლოა, რათა დაცული იქნას მსხვერპლთა ინტერესები. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ბავშვთა უფლებების დაცვას. მიუხედავად ამისა, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ სიტუაციაში განხილული ქცევა, სავარაუდოდ, გრძელდება და რომ ორდერების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობამ შეიძლება ხელი შეუწყოს დანაშაულთა შემდგომი ჩადენის თავიდან აცილებას, პალატამ მიიჩნია, რომ მართლმსაჯულების ინტერესებში შედის, საჯაროდ გაამჟღავნოს ორდერების არსებობა, ეჭვმიტანილთა ვინაობა, დანაშაულები, რომლებზეც ორდერი არის გაცემული და პალატის მიერ დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმები.” ნათქვამია ჰააგის სასამართლოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, პუტინთან ერთად, დაკავების ორდერი გაცემულია რუსეთის ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვაზეც“.