The associated press-ის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებამ მოითხოვა რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მხატვრისა და მუსიკოსისთვის, რომელიც დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც გამოვიდა მოსკოვის ომის წინააღმდეგ უკრაინაში.
ცნობისთვის, საშა სკოჩილენკო დააკავეს სანქტ-პეტერბურგში 2022 წლის აპრილში, სამხედროების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების ბრალდებით, მას შემდეგ, რაც სუპერმარკეტის ფასების ეტიკეტები შეცვალა ანტიომის ლოზუნგებით, რითაც რუსეთის უკრაინაში შეჭრა გააკრიტიკა.
ის დააკავეს დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს უკრაინის ომის შესახებ ნებისმიერ საჯარო გამოხატვას.