ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მეწყრული პროცესები გაააქტიურა, რამაც სოფელ უწერაში, ჯინჭვისსა და ბარში სხვადასხვა სახის საგზაო და სამშენებლო ინფრასტრუქტურის დაზიანება გამოიწვია.
როგორც ონის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, შექმნილია სტიქიის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი, ასევე მონიტორინგის ფარგლებში 19 თებერვალს, სტიქიის ზონები, შეფასების მიზნით, ადგილზე მოინახულა მუნიციპალიტეტის მიერ მოწვეულმა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტმა (გეოლოგმა) რომლის მიერ მოხდება შეფასება და მომზადდება დასკვნა, ხოლო შესაბამისი სამსახურების მიერ გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებები აღნიშნული დასკვნის საფუძველზე გატარდება.