ბორჯომში, სოფელ დაბასთან ხანძრის ქრობის პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ადგილზე მობილიზებულია 200-მდე მეხანძრე-მაშველი შესაბამის ტექნიკასთან ერთად – ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, ტექნიკის შეყვანა ხანძრის კერასთან მოხერხდა, ღამით გზა გაიჭრა და ამ დროისათვის, უკვე შეყვანილია სახანძრო მანქანებიც. გამთენიისას, ადგილზე ვერტმფრენმაც განაახლა მუშაობა.
ღამით იყო ძლიერი ქარი, რის გამოც, ხანძრის ლოკალიზება ვერ მოხერხდა. დასახლებულ პუნქტში ხანძრის გავრცელების საშიშროება კვლავ არ არსებობს.
1tv.ge