აბაშაში, სოფელ გულეკარში, მდინარეში რვა წლის ბავშვს ამ დრომდე ეძებენ.
როგორც “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა აღნიშნულ თემში ბაგრატ ჩაგანავამ განუცხადა, ბავშვი, სამ თანატოლთან ერთად, მდინარეზე იმყოფებოდა.
სამი ბავშვი მეთევზეებმა გადაარჩინეს, ხოლო რვა წლის ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
უბედური შემთხვევა დღეს, დაახლოებით, ოთხ საათზე მოხდა.
როგორც “გურია ნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, სამძებრო ღონისძიებებში ცოცხალ ძალასთან ერთად, სპეციალური ტექნიკა და დრონია ჩართული, თუმცა, როგორც დაკარგული ბავშვის ახლობლები ამბობენ, სამაშველო სამსახურმა ამ ეტაპზე ძებნა შეწყვიტა და ძებნის გაგრძელებას ითხოვენ.
[sexy_author_bio]