პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური ლიდერების გამოსვლა დასრულდა.
ნიკა მელიამ ახალი ინიციატივა გააჟღერა, რომელიც პარტიების წევრებთან ერთად მიიღეს.
“გიფრთხილდებით, მინდა რომ შაბათს ძალიან ბევრი ვიყოთ, ლაღები და ჯანმრთელები, სწორად გამიგეთ, არ გეწყინოთ. მეორე ტური, სავარაუდოდ, იქნება 21 ნოემბერს და მაშინ, როდესაც მთელი “ქართული ოცნება” ადმინისტრაციული რესურსის მიყვანით დაკავდება, ჩვენ გამოვიდეთ მშვიდობიანად და რუსთაველის გამზირიდან ვაკის პარკამდე ჯაჭვში ჩავდგეთ”, _ აღნიშნა თავისი სიტყვის გამოსვლის დროს ნიკა მელიამ.