ოპოზიცია რუსთაველის გამზირზე მორიგ საპროტესტო აქციას დღეს, 19:00 საათზე გამართავს. ამის შესახებ განცხადება “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ გააკეთა.
“მინდა მოგიწოდოთ, რომ ძალები მოვიკრიბოთ 7 საათამდე. 7 საათზე ყველა ვიკრიბებით რუსთაველზე. ყველა ვინც დღეს აქციას შემოუერთდა და გარდა ამისა, ვთხოვ ყველას, რომ დღეს გამოვიდეს რუსთაველზე 7 საათზე.
ვინც გვაკრიტიკებს ხშირ შემთხვევაში და ვისაც არ მოსწონს სტრატეგია, ეს რატომ არ ხდება ის რატომ არ ხდება?ახლა არის შანსი, რომ გამოვიდეს და თავისი ხელით დაამარცხოს რეჟიმი. მესმის, ძალიან დაიღალეთ 24 საათია ფეხზე ვართ, ნამგზავრი ბევრი… 7 საათზე რუსთაველზე!
ჩვენი ცენტრალური ოფისის კარები ღიაა, გვექნება კოორდინაცია შტაბებთან. მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ეს არ არის მოკლევადიანი ბრძოლა, არ არის პრინტი, არის მარათონი და ყველანი უნდა ვიყოთ შემართებით. ამიტომ ვისაც საკუთარი ხელით უნდა ბრძოლა და შეცვლა, ყველას ვეპატიჟებით დღეს 7 საათზე”,-ამბობს ხატია დეკანოიძე.